08 ნოებერი 2016
ეკატერინე ფორაქიშვილის ეპოქა

12 ნოემბერს, 17.00 საათზე მწერალთა სახლი დავით სარაჯიშვილის დღეს აღნიშნავს. 

წლევანდელი იუბილე დავით სარაჯიშვილის მეუღლეს, ქველმოქმედსა და მეწარმეს, ეკატერინე ფორაქიშვილს ეძღვნება. 

ეკატერინე ფორაქიშვილი თავის მეუღლესთან ერთად მოთავე და ორგანიზატორი იყო ყველა იმ დიდი საქმისა და წამოწყების, რაც მათ ერთად განახორციელეს. დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ კი , როგორც ოჯახის, ისე კონიაკის წარმოებისა და საქველმოქმედო საქმეების გაძღოლა მთლიანად ეკატერინე ფორაქიშვილმა ითავა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ეკატერინე ფორაქიშვილი ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო წარმატებული მეწარმის და უდიდესი მოღვაწე ქალისა იმ პერიოდის საქართველოში.

მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში მოღვაწე გამორჩეულ ქალებზე ისაუბრებს ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, ეკატერინე ფორაქიშვილზე კი ფილოგოგი, მკვლევარი რუსუდან მარგიშვილი.
საღამოზე გამოიფინება ეკატერინე ფორაქიშვილისა და მისი ეპოქის ცნობილი მოღვაწე ქალების ფოტოები.
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor