22 სექტემბერს გაიმართა ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2014 წლის დაჯილდოება. გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - პოეტურ ნაწილში - ლია ლიქოკელი, „დევის ცოლის სიცილი“ (გამომცემლობა საუნჯე), პროზაული ნაწილი - Toresa Mossy, „სიბრძნე სიცრუისა“ (პალიტრა L);
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძე, „განსჯანი“ (ილიელი);
საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გოგი გვახარია, „ცრემლიანი სათვალე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო თარგმანი - გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო პიესა - დავით გაბუნია, პიესები (დიოგენე);
საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძე, „ჩიტის და კაცის ამბავი“ (სიესტა);
საუკეთესო პოეტური კრებული - ეკა ქევანიშვილი, „სახლის გაყიდვა“ (საუნჯე);
საუკეთესო რომანი - ზვიად კვარაცხელია, „ფორმა N100“ (ინტელექტი);
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის „აველუმი“ (ინგლისური თარგმანი);
პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დავით წერედიანი;
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი, პენცენტრი და ტელეკომპანია „რუსთავი-2”. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/36167/