მწერალთა სახლი გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის კონკურსს.
ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა ორ ნომინაციაში: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი. შესაბამისად, საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის შემთხვევაში - 1800 ლარია, ხოლო პუბლიკაციისა - 700 ლარი.
საკონკურსოდ წარდგენილი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა ქართულ ენაზე;
წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია მხოლოდ გამომცემელს;
თითოეულმა გამომცემელმა შეიძლება წარადგინოს არაუმეტეს 5 წიგნისა; თითოეული ჟურნალის/გაზეთის გამომცემელმა - არაუმეტეს 10 პუბლიკაციისა;
საკონკურსო ნაწარმოებები მიიღება მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. N13) 5 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე.
ფინალისტების მოკლე ნუსხას მედიასა და საზოგადოებას წარუდგენს მწერალთა სახლი და გამომცემლობა „დიოგენე“ 2016 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში.
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით, ჟიურის წევრთა ვინაობა კონფიდენციალურია;
ჟიურის წევრებს შეარჩევენ მწერალთა სახლი და გამომცემლობა „დიოგენე“;
გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით;
ჟიურის აქვს უფლება, გამონაკლისის სახით გაყოს პრემია ერთ ან ორივე ნომინაციაში, ამ დროს გაიყოფა საპრემიო თანხაც.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე : 2 97 41 01/02
პრემია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დაწესდა 2016 წელს და იგი ყოველწლიური იქნება.