03 ოქტომბერი 2016
რევაზ ინანიშვილის საიუბილეოდ - ლიტერატურული კონკურსი უფროსკლასელებისათვის

მწერალთა სახლი რევაზ ინანიშვილის 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით სამი შემოთავაზებული თხზულებიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

 

  1. 1.      საბჭოთა რეპრესიები რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით („პატარა ბიჭი გოლგოთაზე“; „ლარა“, „დამრიგებელი“  და სხვ.)

 

  1. 2.      მოზარდები და უფროსები რევაზ ინანიშივლის მოთხრობების მიხედვით  („განგაში“, „ჩიტების გამომზამთრებელი“, „დედუნა“ „მირანდუხტ“,და სხვ.)

 

  1. 3.      ჩემი საყვარელი მოთხრობა რევაზ ინანიშვილის შემოქმედებიდან. 

რევაზ ინანიშვილის მოთხრობები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ამ ბმულიდან

 

საკონკურსო ესეები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული სახით  მისამართზე info@writershouse.ge.  ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

 

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება.

გამოვლინდება ორი გამარჯვებული და გაიცემა ხუთი წამახალისებელი პრემია.

 

  • პირველი პრემია -  მაღაზია „ბიბლუსის“ 400 ლარიანი ვაუჩერი;
  • მეორე პრემია - მაღაზია „ბიბლუსის“ 300 ლარიანი ვაუჩერი;
  • ხუთი წამახალისებელი პრემია - მაღაზია „ბიბლუსის“ 200 ლარიანი ვაუჩერი

გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა რევაზ ინანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა კონფერენციაში, რომელიც გაიმართება მწერალთა სახლში,  20 დეკემბერს, რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, ხოლო საღამოს დაესწრონ მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს.  

 

მოსწავლეების მგზავრობას რეგიონებიდან ფინანსურად მწერალთა სახლი უზრუნველყოფს.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი  კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ტელეფონზე : 2 97 41 01/02

პროექტი ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor