20 აპრილი 2016
პრემია „ლიტერას“ დაჯილდოება
 

გაიმართა ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიალი. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ შოთა იათაშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, მანანა დუმბაძე, თეონა ბექიშვილი და ხათუნა ცხადაძე, გამარჯვებულები გამოავლინა. 
წლევანდელი ლაურეატები გახდნენ: 
წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი - ნინო სადღობელაშვილი - „განძის თეატრი“ („ინტელექტი“); 
წლის საუკეთესო დებიუტი - ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ბესიკ ხარანაული - „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“); ზვიად რატიანი - „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“);
წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი - დათო ქარდავა - „ესავის ხელები“ („ინტელექტი“);
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი - სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.
გამარჯებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“, რომლის ავტორიცაა მხატვარი მანანა არაბული. 
„ლიტერა“ მწერალთა სახლისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ლიტერატურული პრემიაა, რომელიც წელს პირველად გაიცა.
 
 
 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor