22 თებერვალი 2016
პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“
საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“.

პროექტის მიზანი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობაა. 
თელავის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დაიგეგმა საჯარო ლექციების ციკლი, ძირითადად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტისთვის. 

საჯარო, თემატური ლექციები, (წლიურად 8 ლექცია), ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს სასწავლო პროცესის პერიოდში. თითო თემაზე (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული) ჩატარდება ორი ლექცია, პირველი ზოგადი და მიმოხილვითი, ხოლო მეორე კონკრეტული ლიტერატურული მიმდინარეობის ან ავტორის შესახებ, მომხსენებლის არჩევანის მიხედვით. 

მწერალთა სახლის სურვილია, რომ პროექტი „საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“ იყოს არა ერთჯერადი და ერთწლიანი პროექტი, არამედ თელავის უნივერსიტეტის შემდეგ ეტაპობრივად განევრცოს თანამშრომლობა საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც. 

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.
 
 
 
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor