დღეს მწერალთა სახლმა დაიბრუნა დავით სარაჯიშვილისეული სადილის სერვიზი, რომელიც სარაჯიშვილმა ჰევილენდ ლიმოჟის (Haviland Limoges) სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა. სერვიზის თითოეულ ნივთს დავით სარაჯიშვილის მონოგრამა ამშვენებს, ზუსტად ისეთი, როგორიც მისი სახლის კარს მაჩაბლის 13-ში.
ჰევილენდის ფაიფურის ფაბრიკა ლიმოჟში (საფრანგეთი) 1870 იან წლებში დააარსა ცნობილი ამერიკელი მეწარმისა და ფაიფურის მწარმოებლის დევიდ ჰევილენდის მემკვიდრემ. კომპანიის დამკვეთები იყვნენ აბრაამ ლინკოლნი, თეოდორ რუზველტი, შარლ დე გოლი, ჟაკ შირაკი. სხვადასხვა წლებში, ლიმოჟის ფირმასთან თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ ვასილი კანდინსკი და სალვადორ დალი.
სერვიზი კერძო პირისგან შევისყიდეთ და მომავალში მწერალთა სახლში, დავით სარაჯიშვილის მუზეუმში გამოიფინება.