9 სექტემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში ქართველი და ბრიტანელი ავტორების მონაწილეობით ლიტერატურული თარგმანის ვორქშოფი გაიხსნა.
ლიტერატურული ვორქშოფი 9-14 სექტემბერს ორგანიზაცია „Literature Across Frontiers“ - ის ინიციატივით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, სსიპ საქართველოს მწერალთა სახლი და ბრიტანეთის საბჭო.
დიდი ბრიტანეთიდან პროექტში მონაწილეობას იღებდნენ: სტივენ უოტსი (პოეტი/მთარგმნელი), ადამ სმარტი (პოეტი/მთარგმნელი), ალექსანდრა ბიულერი (LAF-ის დირექტორი, ანთოლოგიის სერიის რედაქტორი, მთარგმნელი), ანჯელა ჟარმანი (რედაქტორი, Arc Publications), ნია დევისი (პოეტი/LAF - ის კომუნიკაციის მენეჯერი).
სემინარების ფარგლებში მომზადდება ექვსი ქართველი პოეტის ნაწარმოებების ინგლისურენოვანი თარგმანები (გაგა ნახუცრიშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, მაია სარიშვილი, ლელა სამნიაშვილი, შოთა იათაშვილი და რატი ამაღლობელი).
პროექტის ფარგლებში მომზადებული თარგმანები ბრიტანული გამომცემლობა „Arc Publications”-ის მიერ, ანთოლოგიის სახით, 2015 წელს გამოიცემა.