24 დეკემბერი 2015
ლიტერატურული გაზეთი N160

წლევანდელი წლის „ლიტერატურული გაზეთის“ ბოლო ნომერი განსაკუთრებულ სიურპრიზს სთავაზობს მკითხველს - საგაზეთო სერიალის პირველ ნაწილს, რომლის ავტორიც აკა მორჩილაძეა. ამავე ნომერში გაეცნობით ალექსი ჭინჭარაულის გამოუქვეყნებელ კაფიებს, ლელა კოდალაშვილის კრიტიკულ წერილს ლიტერატურულ კონკურსზე - "წერო", ედგარ ლი მასტერსის ეპიტაფიებს. ლიტერატურული გაზეთის ექსკლუზივი კი ჯულიან ბარნსის მსოფლიოში ჯერ დაუსტამბავი რომანის ფრაგმენტის თარგმანია. ასე რომ, შეიძინეთ „ლიტერატურული გაზეთი“, ჩაუჯექით აკა მორჩილაძის მსუბუქ საგაზეთო სერიალს და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.

„ლიტერატურული გაზეთის“ მორიგი ნომერი 15 იანვარს გამოვა.

"ლიტერატურული გაზეთის" ელექტრონული ვესრია შეგიძლიათ წაიკითხოთ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor