22 დეკემბერი 2015
ვახუშტი კოტეტიშვილის საიუბილეო კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები

გამოვლინდნენ ვახუშტი კოტეტიშვილის საიუბილეო კონკურსის გამარჯვებულები. მწერალთა სახლმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მოაწყო კონკურსი უფროსკლასელთათვის, რომელიც გულისხმობდა ესეების შექმნას ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემი წუთისოფლის“ მიხედვით. კონკურსში სულ 61 ნაშრომი შემოვიდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. გამარჯვებულთა სამეული ასე გამოიყურება:

პირველი ადგილი: არჩილ გვასალია - ფოთის #1 საჯარო სკოლა, IX კლასი.

მეორე ადგილი: ნინო ჯანელიძე - ამბროლაურის #2 საჯარო სკოლა, X კლასი.

მესამე ადგილი: ელენე ჯავახიშვილი - თბილისის #6 საავტორო სკოლა,  XII კლასი.

 

გამორჩეული ნაშრომებისათვის კი მწერალთა სახლის სიგელებით დაჯილდოვდნენ შემდეგი მონაწილეები:

  1. ნინო გამცემლიძე - თბილისის #72 საჯარო სკოლა, X კლასი
  2. მიხეილ დალალიშვილი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა,  XI კლასი.
  3. რეზიკო გოგუა - ფოთის #1 საჯარო სკოლა, X კლასი
  4. დავით მირიანაშვილი - სიღნაღის საჯარო სკოლა, XI კლასი
  5. ლუკა წურწუმია - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვრის #1 საჯარო სკოლა, XI კლასი
  6. გურამ ხარშილაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა, XII კლასი.
  7. ანა მახარაშვილი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის #1 საჯარო სკოლა, X კლასი.

მწერალთა სახლი მომავალ წლებშიც გამართავს სხვადასხვა სახის ლიტერატურულ კონკურსებს უფროსკლასელთათვის. ინფორმაცია კონკურსების შესახებ გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ვებგვერდსა და ფეისბუქ-გვერდზე.  

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor