03 დეკემბერი 2015
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს 2 სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად

მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს 2 სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით სსიპ “მწერალთა სახლი” აცხადებს კონკურსს 2 სალიტერატურო ჟურნალის გამოსაცემად


კონკურსის მიზანი:
სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.


წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• პერიოდულ გამოცემაში თანაბრად უნდა იბეჭდებოდეს ყველა თაობის ქართულენოვანი ავტორების გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები; ასევე დებიუტანტი მწერლებისა და მთარგმნელების ნაწარმოებები.
• წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკის და ესეისტიკის ნიმუშები;
• ცალკე რუბრიკა უნდა მიეძღვნას მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს;

  • დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები;
    •  სასურველია, პროექტის წარმომადგენელ ორგანიზაციას ჰყავდეს თანადამფინანსებელი;
  • გამარჯვებულს გამოავლენს 7 წევრისგან შემდგარი ჟიური (მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო);
  • გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. 

    ხელშეკრულების პირობები:
    • გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ მწერალთა სახლი კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან აფორმებს ხელშეკრულებას. 

    საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
    • წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის ნატალია ლომოურის სახელზე (1 გვ.);
    • პროექტის აღწერილობა (2-3 გვ.);
    • პროექტის თანდართული მასალები: პერიოდიკის გამოცემის 12 თვიანი გეგმა (ნომრების რაოდენობის, ფორმატის, მოცულობის, რუბრიკების, ტირაჟის, ნომრის თვითღირებულების და საცალო ფასის, რეალიზაციის სტატისტიკის მითითებით) (3-4 გვ.);
    • პროექტის 12 თვიანი დეტალური ხარჯთაღრიცხვა; 
    • პერიოდული გამოცემის ნიმუშის მაკეტი;
    • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
    • სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა;
    • თანადაფინანსების შემთხვევაში კონკურსანტმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის ორიგინალი.

    საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა: 
    • განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური (1 ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული სახით (CD);
    • საბუთების მიღება იწარმოებს მწერალთა სახლში 2015 წლის 8 დეკემბრიდან 2016 წლის 8 იანვრის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13. ტელ. : +995 32 297 41.01/297 41.02 ;
  • საკონკურსო განაცხადების მწერალთა სახლში წარდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით. საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება;
    • კონკურსის დამთავრების შემდეგ მწერალთა სახლში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.

 

ლიტერატურული ჟურნალების ბიუჯეტი:

  • პირველი ადგილი - 75.000 ლარი
  • მეორე ადგილი - 65.000 ლარი

 

 

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor