22 ივლისი 2015
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია

 

ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და გააქტიურების მიზნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ დაარსდა  ყოველწლიური ლიტერატურული პრემია,  რომელიც ხუთ ნომინაციაში გაიცემა:

•     წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები (კრებული/რომანი)

•     წლის საუკეთესო პოეტური კრებული

•     წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი

•     წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

•     წლის საუკეთესო დებიუტი

 

თითო ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 4000 ლარის ოდენობით.

 

ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად ქართულ ენაზე გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები;

პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს ტექსტის პირველი გამოცემა;

წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია  მხოლოდ გამომცემლის მიერ;

გამომცემლობებმა თითოეულ ნომინაციაში შეიძლება წარადგინონ არაუმეტეს ხუთი წიგნისა. 

კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება და მასში შევლენ ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება;  გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 დეკემბერი.  

მოკლე სიას ჟიური  2016 წლის მარტის ბოლოს წარადგენს.

კონკურსის გამარჯვებულები კი 2016 წლის მაისში, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან.

 

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის  მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა  წარმოადგინონ:

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე;

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლიარად);

 

ელექტრონული წიგნების წარსადგენად განცხადება, ინფორმაცია და წიგნის ბმული მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე info@writershouse.ge;

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ:  +99532 297 41 01; 297 41 02

 

 

 
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor