18 მაისი 2015
ფილიპ ბესონის შეხვედრა მკითხველთან და წიგნის "იქიდან ზღვა მოჩანს" პრეზენტაცია

ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისს ეწვევა ფილიპ ბესონი, თანამედროვე ფრანგი მწერალი, 16 რომანისა და რამდენიმე კინოსცენარის ავტორი, 2 ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მისი ჩამოსვლა შესაძლებელი გახდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო სააგენტოს (AUF) ფინანსური მხარდაჭერით.

ფილიპ ბესონი ლიტერატურული ფესტივალის პირველ დღესვე წარდგება ქართველი საზოგადოების წინაშე  - 18 მაისს 18:30 მწერალთა სახლში გაიმართება მისი რომანის „იქიდან ზღვა მოჩანს“ პრეზენტაცია. წიგნი გამოიცემა გამომცემლობა ინტელექტის მიერ, მთარგმნელი დალი იაშვილი.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor