18 აპრილი 2015
"ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ" - ალექსანდრე ელისაშვილის ლექცია "ნიკო ნიკოლაძის თბილისური მუნიციპალური პროექტები"

20 აპრილს, 19.00 მწერალთა სახლი ახალი ციკლის „ქალაქი გუშინ, დღეს, ხვალ“ ფარგლებში გიწვევთ ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო ლექციაზე „ ნიკო ნიკოლაძის თბილისური მუნიციპალური პროექტები“. 
როგორც ალეკო ამბობს, ნიკო ნიკოლაძის სახელს ბევრი ქალაქ ფოთში აშენებულ მრავალ საინტერესო შენობას უკავშირებს, თუმცა ცოტამ თუ იცის ამ უდიდესი მოღვაწის როლი თბილისის მუნიციპალურ სამშენებლო პროექტებში. ნატახტარ-ბულაჩაურის წყალსადენი, ხიდები, ბალნეოლოგიური კურორტი, ხიდები... სულ მცირე ჩამონათვალია ნიკო ნიკოლაძის თბილისური პროექტებიდან.
თუ გინდათ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ ამ ყველაფერზე, 20 აპრილს მწერალთა სახლში გელოდებით!

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor