''ცხოვრება გადასახლებაში" ფრანგი ფოტოგრაფის კლაუდი სლუბანის ბოლო დიდი ფოტო პროექტია, რომელიც 2013 წელს არის გადაღებული გერნოზეში (ბრიატანეთი), სადაც ვიქტორ ჰიუგომ გადასახლების 15 წელი გაატარა.
"ცხოვრება გადასახლებაში" პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმში 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტამდე იყო გამოფენილი. 24 აპრილიდან საქართველოს მწერალთა სახლში იქნება ნაჩვნები.
"ცხოვრება გადასახლებაში" ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმის და გერნოზეს ფოტო ფესტივალის ერთობლივი პროექტია.
24 აპრილს, გამოფენის გახსნას წინ , 18.00-ზე გაიმართება გერნოზეს ფოტო ფესტივალის დირექტორის ჟან-კრისტოფ გოდეს და ფოტოგრაფის კლაუდი სლუბანის ერთობლივი საჯარო ლექცია, რომელიც ფოტო პროექტის "ცხოვრება გადასახლებაში" შექმნაზე და გერნეზის ფოტო ფესტივალის პრეზენტაციაზე იქნება ფოკუსირებული .
კლაუდი სლუაბნის გამოფენა "ცხოვრება გადასახელბაში" Tbilisi Photo Festival 2015: Tribute to Victor Hugo-ს ცენტრალური ნაწილია და ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ფოტო გამოფენა 16 მაისამდე გაგრძელდება