12 აპრილი 2015
თამარა კვესიტაძის გამოფენა 12-14 არპილი, 2015

12 – 14 აპრილს მწერალთა სახლი გიწვევთ თამარ კვესიტაძის შერეულ გამოფენაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერა და თოჯინები (სულ 10 ექსპონატი). როგორც თავად არტისტი ამბობს, გამოფენის გამართვის იდეა სპონტანურად გაჩნდა.
გამოფენის ინტერესს განსაკუთრებულად ზრდის ის, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე თამარ კვესიტაძეს თბილისში გამოფენა არ ჰქონია და რომ გამოფენის ექსპონატებს შორის მისი ახლადშექმნილი თოჯინებიც არის. თოჯინების კეთება თამარ კვესიტაძემ 90 -იან წლებში დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით მათ მხოლოდ კერძო კოლექციონერებისა და დამკვეთებისთვის ქმნიდა და მასაც საკმაოდ იშვიათად. სწორედ თოჯინების გამო შეირჩა მწერალთა სახლის სივრცეც საგამოფენოდ, სადაც როგორც არტისტი ამბობს, ეს ნამუშევრები განსაკუთრებულად მომხიბვლელად გამოჩნდება. 
თამარ კვესიტაძე პერსონალურ და ერთობლივ გამოფენებს მართავს ევროპაში. მისი ნამუშევრი სამჯერ გაიყიდა სოთბის გამოფენა-გაყიდვაზე და არაერთ ცნობილ კერძო კოლექციაშიც ინახება.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor