19 ივნისი 2014
მწერალთა სახლისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ახალი პროექტის საიმიჯო რგოლის პრეზენტაცია

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და
მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და მწერალთა სახლი 19 ივნისს 15.00 საათზე წარადგენს მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსს დამწყები პროზაიკოსებითვის „ჩვენი თავგადასავალი“, სადაც საქართველოს ყველა რეგიონის 14-18 წლის წერის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდი ჩაერთვება.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კონკურსის საიმიჯო რგოლი, მოწვეულნი იქნებიან კონკურსის ჟიურის წევრები - ამ სფეროში აღიარებული ადამიანები - მწერალი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი თეონა დოლენჯაშვილი; პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე; მწერალი, „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორი ირაკლი ჯავახაძე. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და მწერალთა სახლს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
კონკურსი იწყება 19 ივნისს და სრულდება 2 ოქტომბერს.
კონკურსის შესარჩევი ეტაპი სრულდება 15 სექტემბერს. მწერალთა სახლისა და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეულ 24 დამწყებ პროზაიკოსს 29 სექტემბერს ჟიური დავალებას წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, მისცემს და 2 დღის განმავლობაში შექმნილი ნაწარმოებებიდან საუკეთესოებს დაასახელებს. კონკურსანტებიდან ერთ-ერთი „ლიტერატურული გაზეთის“ რჩეული გახდება. წლის ბოლოს კი ყველა მოთხრობა ერთ კრებულში მოიყრის თავს.
დამწყები პროზაიკოსების კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ მიზნად ისახავს წერის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების წახალისებას, მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას.
კონკურსის სლოგანია - „შენი მკითხველი შენ გელოდება“.





„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“
მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას №76 ბ საკონტაქტო პირი: ეკა კალაძე
ტელ: (+995) 32 2302253; მობ: 577 942249;

„მწერალთა სახლი“
მის: თბილისი, მაჩაბლის 13
საკონტაქტო პირი: ლელა შუბითიძე
ტელ: (+995) 32 2974101/02; მობ:599486241

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor