13 მარტი 2015
ლიტერატურული გაზეთი N141
გამოვიდა "ლიტერატურული გაზეთის" 141-ე ნომერი, სადაც წაიკითხავთ:
გურამ მეგრელიშვილის მოთხრობას "ალტერნატიული საქართველოს ამბები";
მიხო მოსულიშვილის მოთხრობას "ვინც კინოს მასწავლიდა";
ემზარ კვიტაიშვილის, დალილა ბედიანიძის, ნინო სიხარულიძის და თემურ გაბუნიას ლექსებს;
შოთა ხოდაშნელის საბავშვო ლექსებს;
თამაზ ხმალაძის პიესას "ანგელოზის ფრთის ქვეშ";
თამარ ჟურულის რეპორტაჟს მწერალთა სახლში გამართული ღონისძიებების - ბორის პასტერნაკის იუბილისა და ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექციის შესახებ.
"ლიტერატურული გაზეთის" ელექტრონული ვესრია შეგიძლიათ წაიკითხოთ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.