27 თებერვალი 2015
ბორის პასტერნაკის საიუბილეო დღეები მწერალთა სახლში

ბორის პასტერნაკის საიუბილეო დღეების ფარგლებში მწერალთა სახლი 27 თებერვალს, 18.00 გიწვევთ კვირეულისა და გამოფენის გახსნაზე. ამავე დღეს, 18.30 ლიუდმილა ულიცკაია ისაუბრებს ბორის პასტერნაკის შემოქმედებაზე.

20.00 საათზე გაიმართება პოეზიის საღამო. ბორის პასტერნაკის ლექსებს წაიკითხავენ ლიუდმალა ულიცკაია და ლანა ღოღობერიძე.

გამოფენისთვის მასალაბი მოგვაწოდა გ.ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა. 

კვირეულის გამართვა შესაძლებელი გახდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით . 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor