26 იანვარი 2015
მწერალთა სახლი აცხადებს კონკურსს საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის გამოსაცემად

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით სსიპ “მწერალთა სახლი” აცხადებს კონკურსს საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის გამოსაცემად


კონკურსის მიზანი:
საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა

კონკურსის პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.

წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
• საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი უნდა იყოს საგანმანათლებლო - შემეცნებითი ხასიათის, ილუსტრირებული, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის.

  • საბავშვო ჟურნალის ტექსტების არანაკლებ 70%-ს უნდა შეადგენდეს ქართული ლიტერატურის ნიმუშები, 30% შესაძლებელია დაეთმოს ნათარგმნ, უცხოურ ლიტერატურას.
    • საბავშვო ჟურნალის სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ბავშვები 3 დან 10 წლამდე.
    • დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებები.
      •  სასურველია, პროექტის წარმომადგენელ ორგანიზაციას ჰყავდეს თანადამფინანსებელი.
    • გამარჯვებულს გამოავლენს 11 წევრისგან შემდგარი ჟიური (მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭო);
    • გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.

      ხელშეკრულების პირობები:
      • გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ, მწერალთა სახლი კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციასთან აფორმებს ხელშეკრულებას. 

      საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
      • წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის ნატალია ლომოურის სახელზე (1 გვ.);
      • პროექტის აღწერილობა (2-3 გვ.);
      • პროექტის თანდართული მასალები: პერიოდიკის გამოცემის 12 თვიანი გეგმა (ნომრების რაოდენობის, ფორმატის, მოცულობის, რუბრიკების, ტირაჟის, ნომრის თვითღირებულების და საცალო ფასის, რეალიზაციის სტატისტიკის მითითებით) (3-4 გვ.);
      • პროექტის 12 თვიანი დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
      • პერიოდული გამოცემის ნიმუშის მაკეტი;
      • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
      • სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა;
      • თანადაფინანსების შემთხვევაში კონკურსანტმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს თანადაფინანსების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის ორიგინალი.

      საკონკურსო დოკუმენტაციის რეგისტრაციის პროცედურა: 
      • კონკურსანტმა საკონკურსო დოკუმენტაცია  უნდა წარმოადგინოს როგორც ბეჭდური (1 ეგზემპლარი), ასევე ელექტრონული სახით (CD);
      • საბუთების მიღება იწარმოებს მწერალთა სახლში 2015 წლის 26 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით. მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 13. ტელ. : +995 32 297 41.01/297 41.02;
    • საკონკურსო განაცხადების მწერალთა სახლში წარდგენა უნდა მოხდეს გამოცხადებული ვადების დაცვით. საბოლოო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები აღარ მიიღება;
      • კონკურსის დამთავრების შემდეგ მწერალთა სახლში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტებს უკან არ უბრუნდებათ.
      • საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის მხარდასაჭერად გამოყოფილია 50.000 ლარი

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor