15 იანვარი 2015
ლიტერატურული კონკურსის "ჩვენი თავგადასავალის" კრებულის პრეზენტაცია
მწერალთა სახლში ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის, "ჩვენი თავგადასავალის" კრებულის წარდგინება გაიმართა. კონკურსი „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. კრებულში შესულია 23 კონკურსანტის ნამუშევარი.
საღამო მიჰყავდა თეა ყიფშიძეს. სიტყვით გამოვიდნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი ნუგზარ კევლიშვილი და მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური. შეხვედრის დასასრულს უჩვენეს მოკლე დოკუმენტური ფილმი კონკურსის მიმდინარეობის შესახებ.