20 ოქტომბერი 2021
მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის „დრო, დრო აღნიშნე!“ გამარჯვებულები ცნობილია

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა სარეზიდენციო პროგრამის, „დრო, დრო აღნიშნე!“ გამარჯვებულები:

 

ცირა ბარბაქაძე / მწერალი, ლიტერატურათმცოდნე;

ლექსო დორეული / ლიტერატურათმცოდნე;

ირმა ტაველიძე / მწერალი, მთარგმნელი;

ნიკოლოზ შენგელია / მწერალი;

ალექს ჩიღვინაძე / მწერალი.

 

ისინი 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ და იმუშავებენ პუბლიცისტურ სტატიებზე, რომლებიც ჟურნალ „არილის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

 

მწერალთა სახლი უზრუნველყოფს გამარჯვებულების მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას, კვებას და სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით.

 

პროექტი მწერალთა სახლის ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.

 

სარეზიდენციო პროგრამის მიზანია ხელი შევუწყოთ მწერლებსა და პუბლიცისტებს, აღწერონ დღევანდელობა, ის პრობლემები და სირთულეები, რომელთა წინაშე დღეს ქართული საზოგადოება დგას და ეძიონ გზები არსებული დაპირისპირების შესამცირებლად.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor