04 ოქტომბერი 2021
მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ 2013-2021 წლების ანგარიშს
დაარსების დღიდან მწერალთა სახლის მთავარი ამოცანაა, შექმნას ღია სივრცე ქართული და მსოფლიო ლიტერატურული ტრადიციებისა და თანამედროვე შემოქმედებითი პროცესების წარმოსაჩენად. მწერალთა სახლი თანამედროვე, აქტიური პლატფორმაა ქართველი და უცხოელი მწერლებისა და ხელოვანებისთვის.
2013 წლიდან დღემდე მწერალთა სახლში გაიმართა 1415 ლიტერატურული ღონისძიება, 42 სახელოვნებო ფესტივალი, 76 გამოფენა და 18 საქველმოქმედო ღონისძიება.
მწერალთა სახლის საგანმანათლებლო მიმართულების ერთ-ერთი პრიორიტეტია მოზარდები და ახალგაზრდები. 2013 წლიდან დღემდე მწერალთა სახლის გუნდმა ჩაატარა სამასამდე საბავშვო და საყმაწვილო საგანმანათლებლო-ლიტერატურული ღონისძიება, დააარსა საგანგებო პრემიები და თემატური კონკურსები ახალგაზრდებისთვის.
ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია წლების მანძილზე წარმატებულად ხორციელდებოდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს მწერალთა სახლია. ანგარიშში მოცემული საერთაშორისო ღონისძიებებისა და აქტივობების დიდი ნაწილი სწორედ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ არის განხორციელებული. ამ შრომის შედეგი რიცხვებში ასეთია: 120 სხვადასხვა ავტორის, მთარგმნელისა და ილუსტრატორის მონაწილეობა 930 საერთაშორისო ღონისძიებაში და 40 ენაზე თარგმნილი 450 ქართული წიგნი.
უფრო დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მწერალთა სახლის საქმიანობაზე გაეცნობით წინამდებარე ანგარიშიდან.