02 აგვისტო 2021
გამოცხადდა კონკურსი თბილისში დარეგისტრირებული ლიტერატურული ჟურნალების გამოსაცემად

 

სსიპ “მწერალთა სახლი” საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს ლიტერატურული ჟურნალების გამოსაცემად.

 

კონკურსის მიზანია ქვეყანაში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, ქართული ლიტერატურის (პროზა, პოეზია, დრამატურგია და ა. შ.) ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით;

 

 

კონკურსის პირობები 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში დარეგისტრირებულ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.

 

კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების თანხის ოდენობას განსაზღვრავს  საკონკურსო კომისია.

 

პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

ა) პერიოდულ გამოცემაში თანაბრად უნდა იბეჭდებოდეს ყველა თაობის ქართულენოვანი ავტორების (სასურველია გამოუქვეყნებელიც) და ასევე დებიუტანტი მწერლებისა და მთარგმნელების ნაწარმოებები.

 

ბ) წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკის და ესეისტიკის ნიმუშები;

 

გ) ცალკე რუბრიკა უნდა მიეძღვნას მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს;

 

 

კონკურსის ფარგლებში კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.

 

კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს კონკურსანტს რომლის პროექტიც, ითვალისწინებს  პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.

 

პროექტის დაწყების თარიღი განისაზღვრება არა უადრეს 10 სექტემბრისა, ხოლო დასრულების თარიღად  − არა უგვიანეს 15 დეკემბრისა;

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება/ბი, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

 

საკონკურსო პროექტების წარმოდგენის პირობები

 

კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

ა) წერილი მწერალთა სახლის დირექტორის სახელზე;

 

ბ) საპროექტო განაცხადი დანართი N1-ის - შესაბამისად;

 

გ) ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შემთხვევაში,  თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება ან წერილი);

 

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ;

 

ე)  გამოცემის ტექნიკური პარამეტრები და ბეჭდვის ხარჯები წარმოდგენილი სტამბიდან სრულყოფილი 3 ინვოისით (ბაზრის კვლევა);

 

ვ)  გამოცემის კონცეფცია წარმოდგენილი ელექტრონული  (PDF ფაილის  ან PowerPoint-ის  სახით  CD / DVD დისკზე ) შესაძლებელია  მაკეტის სახითაც;  

 

ზ) სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა (CV);

 

თ) გამოსაცემად მომზადებული ჟურნალის ავტორის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირის/პირების წერილობითი თანხმობა/ნებართვა ჟურნალის გამოცემაზე;

 

ი) საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი).

 

 

კონკურსანტი უფლებამოსილია შეცვალოს წარმოდგენილი განაცხადი, ან/და დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მხოლოდ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე;

 

 

საკონკურსო კომისია

 

გამარჯვებულ პროექტებს გამოავლენს  კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი კომისია. კომისიის ოთხ წევრს წარადგენენ ინსტიტუციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ლიტერატურისა და ენის კვლევასთან (უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტები და ა. შ.)  ერთ წევრს წარმოადგენს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

კომისიის წევრთა ვინაობა კონკურსის დასრულებამდე კონფიდენციალურია.

 

კომისიის წევრები წარმოდგენილ  პროექტებს აფასებენ ხუთქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმებით:

 

1.პროექტის  შესაბამისობა კონკურსის  მიზნებთან და საკონკურსო პირობებთან;

 

2.პროექტის მოსალოდნელი შედეგები (მდგრადობა);

 

3.ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან;

 

 4.შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება;

 

5. თანამონაწილეობა.

 

იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი განაცხადი ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადით დადგენილ პირობებს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსი ცხადდება ჩაშლილად;

 

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები:

 

ა) გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის თაობაზე;

 

ბ) თითოეული  გამარჯვებული პროექტის/ები დაფინანსების თანხის ოდენობის თაობაზე;

 

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კონკურსანტს მოსთხოვოს, მისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში, წარმოდგენილი საკონკურსო  განაცხადის (მ.შ. ხარჯთაღრიცხვის) დაზუსტების  ან  სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

 

საკონკურსო კომისიის მოთხოვნა, დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული განაცხადის (დანართი N2) წარმოდგენის თაობაზე, კომისიის მდივნის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის (info@writershouse.ge) საშუალებით ეცნობება კონკურსანტს;

 

კონკურსანტი ვალდებულია დაზუსტების მიზნით, კომისიის მიერ მოთხოვნილი    ინფორმაცია კომისიას  წარმოუდგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.

 

კონკურსანტის მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის, ან ხარვეზით, ან ვადის დარღვევით  წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება  კონკურსიდან.

 

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი;

 

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი), წარედგინება მწერალთა სახლის დირექტორს, რომელიც გამოსცემს ბრძანებას კონკურსში გამარჯვებული პირის/ების  დაფინანსების თაობაზე.

 

კონკურსში გამარჯვებული პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან პროექტის განხორციელებამდე დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება.

 

 

კონკურსის ვადები

 

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 2 აგვისტოდან  14 აგვისტომდე  (მწერალთა სახლში, მისამართზე: ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ.13 

 

განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან  დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციები  გაიმართება მწერალთა სახლში 9 აგვისტოს 14:00 სთ-ზე; მისამართზე: ქ. თბილისი ივ. მაჩაბლის ქ.13

 

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება  სსიპ მწერალთა სახლის (www.writershouse.ge)  და საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს (www.mes.gov.ge) ვებგვერდებზე არა უგვიანეს  2021 წლის 1 სექტემბრისა.

 

კონკურსის დასრულების შემდეგ, საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია კონკურსანტს უკან არ დაბრუნდება.

 

თანდართული დოკუმენტები:

განცხადება

 

საპროექტი განაცხადი 

 

დაზუსტებული ინფორმაცია პროექტის შესახებ

 

შესრულების ანგარიში

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor