29 ივლისი 2021
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურიმ მუშაობა დაიწყო


ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დებულების თანახმად საკონკურსო წიგნებს შეაფასებს 5 წევრიანი ჟიური. 


წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების - „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ - დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.


ასევე წელს პირველად  მწერალთა სახლის პრემიების  ახალი დებულების  თანახმად ჟიურის ვინაობა საჯაროა და  წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:

  1. ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე
  2. რეზო თაბუკაშვილი - მწერალი
  3. ლელა კოდალაშვილი - მწერალი,  კრიტიკოსი
  4. ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
  5. იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი

 
დიზაინის ნომინაციაში  ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.


აქვე გაცნობებთ, რომ ავტორების სურვილის გათვალისწინებით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსიდან მოიხსნა წიგნები:

  • ტორესა მოსი - „ორდროშობანა“; „ინტელექტი“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო რომანი);
  • მათე სარალიშვილი - „მივიწყებულნი“; „სულაკაურის გამომცემლობა“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო დებიუტი);
  • ნატალია ავალიანი - „დამწყები“ / „ლაბირინთი მანუელისთვის“; „პალიტრა L“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო  წიგნის დიზაინი).

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor