26 ივლისი 2021
ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გრძელი სია ცნობილია


ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მონაწილეთა სია ცნობილია. განაცხადების მიღება 20 ივლისს დასრულდა. 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნია წარმოდგენილი. ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2020-ის  მონაწილეთა გრძელი სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

პრემია „ლიტერა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა. წელს ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 6 ნომინაციაში გაიცემა, ესენია:



  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  • წლის საუკეთესო რომანი

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  • წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

  • წლის საუკეთესო წიგნის  დიზაინი

  • წლის საუკეთესო დებიუტი


ლიტერატურული პრემია საკონკურსოდ განიხილავს 2020 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს;  საკონკურსო წიგნებს შეაფასებს  მწერალთა სახლისა და  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შერჩეული  ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ლიტერატურული პრემიის საპრიზო ფონდი 30 000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული  მიიღებს ფულად პრემიას 5000 ლარის ოდენობით.


კონკურსანტების მოკლე სიას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2021 წლის დეკემბერში. 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor