23 ივლისი 2021
გამოცხადდა გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამა


იწყება ქართველი ავტორების განაცხადების მიღება თბილისისა და ლა კორუნიას სამწერლო რეზიდენციების პროგრამაში მონაწილეობისთვის.

პროგრამის ფარგლებში, ერთი ესპანელი ავტორი, მწერალთა სახლის რეზიდენციაში  იცხოვრებს და იმუშავებს, ქართველი ავტორი კი ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში გაემგზავრება.

 

გაცვლით სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობისთვის, განაცხადის შემოტანა შეუძლია ავტორს, რომელსაც გამოცემული აქვს ერთი ან მეტი წიგნი (ნებისმიერი ჟანრის მხატვრული ლიტერატურა). ასევე, აუცილებელია, ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე (A2) ცოდნა.

 

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

CV (ან მოკლე ბიოგრაფია) გამოქვეყნებული წიგნებისა თუ სხვა ნაშრომების მითითებით.

სამოტივაციო წერილი.

იმ ნაწარმოების ვრცელი სინოფსისი (ან/და ნაწყვეტი), რომელზე სამუშაოდაც სარეზიდენციო პერიოდს გამოიყენებს.

 

პროგრამისთვის შეირჩევა მხოლოდ ერთი ავტორი.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 3 აგვისტოს 18 საათი.

 

კონკურსის მონაწილეებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ  მისამართზე info@tbilisiwbc.ge (არასრული განაცხადები არ განიხილება). გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითეთ სარეზიდენციო პროგრამის დასახელება.

 

გამარჯვებული 14 აგვისტოს გამოცხადდება.

 

სარეზიდენციო პროგრამა მოიცავს 14 დღეს და განხორციელდება მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

 

პროგრამა ხორციელდება „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“-ის მხარდაჭერით

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor