14 ივლისი 2021
მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, 2021 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, 15 პროექტი დაფინანსდება
უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2021 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 15 პროექტი:
საფრანგეთი
- ნიკო ლორთქიფანიძე - „მოთხრობების კრებული“ - Meduza Publishing
- გურამ პეტრიაშვილი - „პატარა ქალაქის ზღაპრები“ - Meduza Publishing
დიდი ბრიტანეთი
- აკა მორჩილაძე - „ქართულის რვეულები“ - Mta Publications
- ლია სტურუა - „ლექსების კრებული“ - Fal Publications
- ბექა ადამაშვილი - „ამ რომანში ყველა კვდება“ – Dedalus Limited
კანადა
- გიორგი კეკელიძე - „თომას ზღაპრები“ - Bookland Press INC
შვეიცარია
- ნოდარ დუმბაძე - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - Daltas Verlag
ავსტრია
- ეკატერინე ტოგონიძე - „ქარიშხალი მარგო, მე ვარ, სხვა გზა“-Septime Verlag
საბერძნეთი
- ნანა ექვთიმიშვილი - „მსხლების მინდორი“ - World Books Publishing
პოლონეთი
- დათო ტურაშვილი - „ჯინსების თაობა“ – Biblioteka Analiz Publishing
რუმინეთი
- გურამ ოდიშარია - „პრეზიდენტის კატა“ - Editura Performantica Publishing
აზერბაიჯანი
- შოთა იათაშვილი - „დამწყები“ - Alatoran Publishing
- ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური, გველის მჭამელი, სტუმარ მასპინძელი“ - AZ.DTM TARCUMA Publishing House
- ანა კორძაია-სამადაშვილი - „ზინკა ადამიანი“ - Qanun Publishing House
- არჩილ ქიქოძე - „ნორვეგიული დღიური“ - Qanun Publishing House