მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერა მთარგმნელებისთვის“.
მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ინიციატივით შეიქმნა 2020 წელს.
2021 წელს პრემიას დაემატა ნომინაცია „საუკეთესო პოეტური კრებული“
შესაბამისად, პრემია გაიცემა შემდეგ 5 ნომინაციაში :
- საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
- საუკეთესო პროზაული თარგმანი ( რომანი, მოთხრობების კრებული);
- საუკეთესო პოეტური კრებული
- საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში ( ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
- დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.
პრემიის უმთავრესი მიზანია მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრემიასა 5000 ათასი ლარის ოდენობით და სპეციალურ პრიზს.
საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი გამოცემული უნდა იყოს 2020 წელს. საკონკურსო თარგმანებს შეაფასებს მწერალთა სახლისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივად შერჩეული ჟიური.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:
- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;
- საკონკურსოდ შერჩეული წიგნების 5 ეგზემპლარი (წიგნები რჩება მწერალთა სახლის ბიბლიოთეკას);
იხილეთ კონკურსში მონაწილეობის პირობები და განაცხადის ფორმა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 ივლისი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით info@writershouse.ge
ტელ: +99532 297 41 01; 297 41 02