27 აპრილი 2021
მწერალთა სახლი 2022 წლის ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე ნომინანტს წარადგენს

2022 წელს მწერალთა სახლი პირველად წარადგენს ნომინანტს ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე.


ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური პრემია 2002 წელს ბავშთა უფლებების დასაცავად შვედეთის მთავრობის მიერ შეიქმნა.


პრემია ყოველ წელს აჯილდოებს ავტორს, ილუსტრატორს ან ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც ბავშვებში და ახალგაზრდებში ლიტერატურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.


ასტრიდ ლინდგრენის პრემია ბავშვთა და მოზარდთა ლიტერატურაში უდიდესი ჯილდოა და მისი მიზანი ახალგაზრდებში  კითხვის ჩვევისა და კულტურის მოტივირებაა.


აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე ნომინანტის წარდგენის უფლება 2022 წლამდე უფლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰქონდა. 2022 წლიდან კი, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მწერალთა სახლიც წარადგენს ნომინანტს. 


პრემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor