02 აპრილი 2021
ესეების კონკურსის გამარჯვებულები

 

დასრულდა ესეების კონკურსი „ჩემი ზაფხულის წიგნი“, რომელიც მწერალთა სახლმა პირველ თებერვალს გამოაცხადა.

 

საკონკურსოდ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს უნდა გამოეგზავნათ ესეები 2020 წელს ჩატარებულ კონკურსში „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“ გამარჯვებული ნაწარმოებების მიხედვით.

 

 

ჟიურიმ შემოსული ნაწერებიდან გამოავლინა გამარჯვებულები:

 

I ადგილი (ბიბლუსის 500 ლარიანი ვაუჩერი) - წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბრიტანული ცენტრის სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ნოე ადეიშვილი     

 

II ადგილი (ბიბლუსის 300 ლარიანი ვაუჩერი) - ქ. ფოთის წმ .ნიკოლოზის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე სესილი ერაგია

 

III ადგილი (ბიბლუსის 200 ლარიანი ვაუჩერი) - წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე რუსუდან ალუღიშვილი.

 

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor