19 თებერვალი 2021
მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა თარგმანებში“, 2021 წლის სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, 19 პროექტი დაფინანსდება
ქართველის გამომცემლებისთვის გამოცხადებული მთარგმნელობითი პროგრამის „უცხოური ლიტერატურა თარგმანებში“ 2021 წლის სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწერალთა სახლის მიერ დაფინანსდება 19 პროექტი:
- იმან ჰუმაიდანი - „სხვა ცხოვრებანი“ - დარეჯან გარდავაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა აკადემიური წიგნი / ი.მ. მაია ღამბაშიძე
- ანისურ რაჰმანი - „ლექსების კრებული“ - მანანა მათიაშვილი (მთარგმნელი) - მთარგმნელების გამომცემლობა / ი.მ. ქეთევან ქანთარია
- ჰენრი ფილდინგი - „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ - თამარ ჭილაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა არტანუჯი
- მარსელ პრუსტი - „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ - დალი იაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა არტანუჯი
- მარკიზ დე სადი - „ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი“ - ვალერი ოთხოზორია (მთარგმნელი) - გამომცემლობა ინტელექტი
- შრი აურობინდო - „კაცობრიობის ციკლი“ - დათო აკრიანი / დავით ადიკაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა სიესტა
- რობერტ ზეეტალერი - „მთელი სიცოცხლე“ - დავით კაკაბაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა მელანი
- პლატონი - „სოფისტი, პოლიტიკოსი, თეეტეტოსი“ (ტრილოგია) - მაია შუხოშვილი (მთარგმნელი) - ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი
- დელია ოუენსი - „იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან“ - სოფიო ქარჩხაძე (მთარგმნელი) - ქარჩხაძის გამომცემლობა
- უილიამ შექსპირი - „რომეო და ჯულიეტა“ - დავით ახალაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა დიოგენე
- უილიამ ფოლკნერი - „იგავი“ - ზაზა ჭილაძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა პალიტრა L
- დევიდ ჰიუმი - „რელიგიის ბუნებრივი ისტორია“ - დიმიტრი უჩანეიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა აიბუქს
- ჯონ სტიუარტ მილი - „სოციალიზმი/ქალების დაქვემდებარება“ - დიმიტრი უჩანეიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა აიბუქს
- მერაბ მამარდაშვილი - ,,რაციონალობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები" დიმიტრი უჩანეიშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა აქტი / ი.მ. გიზო ცაცუა
- კონსტანტინოს კავაფისი - „გულის ეპოსი“ - იზა ორჯონიკიძე, ანდრო ბარნოვი, თათია მთვარელიძე, მაია კაკაშვილი, მარიამ ძიძიგური-წიკლაური (მთარგმნელები) - თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის განვითარების ფონდი. საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“
- სოფოკლე - „ტრაქისელი ქალები“ - გიორგი კახიშვილი (მთარგმნელი) - ი.მ. გოჩა კევლიშვილი
- ევრიპიდე - „მავედრებელი ქალები“ - ნანა ტონია (მთარგმნელი) - ი.მ. გოჩა კევლიშვილი
- თომა აკვინელი - „არსისა და არსების შესახებ“ - ადა ტრაპაიძე (მთარგმნელი) - გამომცემლობა Carpe diem
- სენეკა - „სიცოცხლის ხანმოკლეობისთვის“ - მარიამ შანშაშვილი (მთარგმნელი) - გამომცემლობა Carpe diem