04 თებერვალი 2021
Georgia’s Fantastic Tavern – Europe Meets Asia


25-28 თებერვალს მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ ქართულ ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის - Georgia’s Fantastic Tavern - Europe Meets Asia. ფესტივალის პარტნიორები არიან ბრიტანული ბიბლიოთეკა (British Library) და ამერიკული ლიტერატურული პლატფორმა - სიტყვები საზღვრებს გარეშე (Words Without Borders).

 

ლიტერატურული ფესტივალი 1921 წლის თებერვლის რუსული ოკუპაციიდან ერთი საუკუნის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30  წლისთავის აღსანიშნავად ტარდება. სწორედ ამიტომ,  ფესტივალის კონცეფცია და შთაგონება  საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკა  (1918-1921),  თბილისის  1910-20-იანი  წლების  ავანგარდული კაფეების   ესთეტიკა   და   დამოუკიდებლობის   პერიოდში   შექმნილი   ლიტერატურა   და ხელოვნება გახდა. საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვან პერიოდზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ  24  მონაწილე შეირჩა:  მწერლები, ჟურნალისტები,  ლიტერატურის კრიტიკოსები, მხატვრები, ისტორიკოსები და ა.შ.

 

ფესტივალის კონცეფცია და პროგრამა შემუშავდა მწერალთა სახლისა და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ლიტერატურის კრიტიკოსის მაია ჯაგის (ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი) თანამშრომლობით.

 

ფესტივალის  ფარგლებში  დაგეგმილ  11   ღონისძიების  ფარგლებში  მწერლები  ისაუბრებენ თავისუფლებაზე, სატირასა და იუმორზე, ქალებზე ხელოვნებაში, თანამედროვე მთარგმნელობით პროცესებზე, თბილისზე, კაცის კულტსა და მასკულინობაზე, პოლიფონიასა და ჯაზზე და ქართულ სამზარეულოზე.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ფესტივალის საპატიო სტუმრები - ნინო ხარატიშვილი და ბორის აკუნინიდათოტურაშვილიაკა მორჩილაძე, ნანა ექვთიმიშვილითამთა მელაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბექა ადამაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და არჩილ ქიქოძე.

 

მთარგმნელები, ლინ კოფინი და თამარ ჯაფარიძეისაუბრებენ თარგმანის სირთულეებზე და ინგლისურენოვან თარგმანებზე.

პროგრამაში ასევე იხილავთ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველ მომღერალს, ქეთი მელუას, რომელიც სპეციალურად ფესტივალის მაყურებლისთვის იმღერებს.

 

პროგრამის კულინარიულ ნაწილს კი წარმოადგენს ცნობილი ქართველი შეფი და ქართული მასტერშეფის ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია.

 

ქართველი  მწერლებისა  და  ბრიტანელი  და  ამერიკელი  მოდერატორების  (ბოიდ  ტონკინი, კლერ არმიტსტედი, მაია ჯაგი, ვენდელ სტივენსონი, მარკ გევისერი, მაურინ ფრილი) დისკუსიები გაიმართება ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ვებგვერდზე და, ლაივსტრიმის საშუალებით, გადაიცემა ბიბლიოთეკისა და მწერალთა სახლის სოციალურ ქსელებში.

 

მწერალთა სახლი სპეციალურად ფესტივალისთვის მოამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს ეძღვნება და საერთაშორისო აუდიტორიას მოუთხრობს ამ პერიოდის კულტურულ ცხოვრებასა და ისტორიულ პერიპეტიებზე.

 

ფესტივალის ფარგლებში, პირველად, ნიუ-იორკის საერთაშორისო ლიტერატურულ ონლაინ ჟურნალში Words Without Borders გამოქვეყნდება ინგლისურ ენაზე თარგმნილი ეპიზოდები არჩილ ქიქოძის, თამთა მელაშვილისა და ლაშა ბუღაძის რომანებიდან.

 

ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საელჩო გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის თეატრი და ლიტერატურის მუზეუმი.

 

შეგახსენებთ,  რომ ლონდონში 2016  წელს გაიმართა ქართველი მწერლების მონაწილეობით პირველი  ფესტივალი  Where  Europe  meets  Asia  -  Georgia25,  ქართული  წიგნის  ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რასაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა ბრიტანულ და ამერიკულ მასმედიაში.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor