02 თებერვალი 2021
მწერალთა სახლი ბავშვებთან - წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

 

მწერალთა სახლი უერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და ჩვენი პროექტის „მწერალთა სახლი ბავშვებთან“ ფარგლებში, საბავშვო მწერალი ვასო გულეური გამართავს ონლაინ შეხვედრებს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან:

 

 

• 11:00 საათი: 103-ე საჯარო სკოლა

• 13:00 საათი: ბრიტანულ-ქართული აკადემია

• 15:00 საათი: 150-ე საჯარო სკოლა

 

 

3 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში უკვე მეექვსედ აღინიშნება.

 


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor