გასულ წელს პირველად ჩატარდა მწერალთა სახლის კონკურსი „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“, რომელსაც დიდი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად.
პროექტის ფარგლებში მოზარდები ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით თანატოლებს ერთ რომელიმე წიგნს ურჩევდნენ ზაფხულში წასაკითხად.
სულ საკონკურსოდ შემოვიდა 107 ვიდეორჩევა. ვიდეოები განთავსებული იყო მწერალთა სახლის ფეისბუკის გვერდზე.
გამარჯვებულები ხმების უმრავლესობით გამოვლინდნენ.
ამჯერად მწერალთა სახლი აცხადებს ესეების კონკურსს. მოსწავლეებმა უნდა დაწერონ ესე - “ჩემი ზაფხულის წიგნი“ წინა კონკურსში გამარჯვებული წიგნების მიხედვით.
ესენია:
- ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
https://www.facebook.com/watch/?v=605454546742127
- რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;
https://www.facebook.com/watch/?v=633929637466091
- ანე ფრანკის დღიური.
https://www.facebook.com/515466275162665/videos/572588283458219/
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სკოლების VI-IX კლასების მოსწავლეებს.
საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე contest@writershouse.ge; ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს (800 სიტყვას).
საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.
I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი
II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი
III პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი
ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება მარტის ბოლოს.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!