17 დეკემბერი 2020
გამოვლინდა გამარჯვებული პიესების კონკურსში „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“

 გამოვლინდა გამარჯვებული პიესების კონკურსში „მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ“.

 საკონკურსოდ შემოვიდა 13 პიესა. პიესები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრები იყვნენ:

რევაზ კლდიაშვილი დრამატურგი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

გიორგი მარგველაშვილი რეჟისორი,  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

დავით გაბუნია დრამატურგი, მწერალი.

კონკურსის საბოლოო ეტაპზე გავიდა 3 ნაწარმოები:

  1. გუგა მგელაძე პიესით  გამოცდა;
  2. ელენე შალუტაშვილი პიესით ცხოვრება ზღაპარია;
  3. ლიკა გლურჯიძე პიესით სანამ ისტორია დაიწერება.

გამარჯვებული გახდა ლიკა გლურჯიძე პიესით „სანამ ისტორია დაიწერება“. იგი დაჯილდოვდება პრემიით 2,600 ლარის ოდენობით (პრემია მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს).

 

პიესების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 20-35 წლის ახალგაზრდებს. 


კონკურსის მიზანი საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა; დრამატურგიასა და თეატრში საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა და სპექტაკლების შექმნა; ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობი დრამატურგების  გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა იყო.

 

პიესების კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე ჩატარდა ევროკავშირის კვლევებისა და  ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ჰორიზონტი 2020“ დაფინანსებით, პროექტის კაპიტანი: მეცნიერებაკაპიტანია ფარგლებში.  სრული ინფორმაცია პროექტზე იხილეთ ბმულზე

 

 

 



კონკურსი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ.

 

პროექტი„მეცნიერება კაპიტანია“ დაფინანსდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ საგრანტო ხელშეკრულებით  No 955373. 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor