02 დეკემბერი 2020
ქართული წიგნის ბაზრის კვლევა იწყება


მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა ორგანიზებით ქართული წიგნის ბაზრისა და მკითხველთა ჩვევების ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდება.

 

წიგნის ბაზრის კვლევას გლობალური კვლევითი ორგანიზაცია ,,ეისითი“ (ACT) განახორციელებს. პროექტის მთავარი მიზანია ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის სიღრმისეული კვლევა, წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება და მისთვის დამახასიათებელი ძირითადი ტენდენციების გამოვლენა, მკითხველთა ჩვევების შესწავლა და სექტორში არსებული პრობლემების დადგენა, რაც წიგნის ბაზრის შემდგომი განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას შესაძლებელსა და ბევრად უფრო ეფექტურს გახდის.

 

კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რომლის შედეგადაც მივიღებთ სრულ სტატისტიკურ სურათს ქართული წიგნის სექტორის ყველა კომპონენტის შესახებ.

 

კვლევა რამდენიმე ძირითადი მიმართულებით განხორციელდება და მის ფარგლებში გამოიკითხებიან როგორც გამომცემლები, ისე მკითხველები და საგამომცემლო სფეროსთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული სხვადასხვა რგანიზაციები. ძირითადი საკვლევი კომპონენტების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის გავლენას ქართული წიგნის ბაზარზე. ასევე, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მასშტაბურ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აისახა ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიასა თუ მკითხველთა ჩვევებზე.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლოს მსგავსი მასშტაბის წიგნის ბაზრის კვლევა საქართველოში 2016 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა და იგი 2013-2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

 

 
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor