იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია 2020-ის გამარჯვებულები ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებიც იყვნენ: ირმა მალაციძე, თეონა ბექიშვილი, ლიკა ჩაფიაზე, თეა ლომაძე, ოლესია თავაძე.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულთა სია ასეთია:
საუკეთესო პოეტური წიგნი
- თამრი ფხაკაძე - ანბანი (გამომცემლობა „პალიტრა-L“)
საუკეთესო პროზაული წიგნი
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი:
- ლელა ცუცქირიძე - დათუნია ბრუს თავგადასავალი (გამომცემლობა „შემეცნება“)
პატარებისთვის, 7 – 12 წელი:
- ლელა ცუცქირიძე - თოვლის გუნდა და პატარა თეთრი ბუ ტუსურა (გამომცემლობა „პალიტრა-L“)
- ვასო გულეური/ნათია ჯანაშია - გუნდა და მისი მეგობრები (გამომცემლობა „პალიტრაL“)
ყმაწვილებისთვის, 13 +
- დიანა ანფიმიადი ჩვენ - ვეფხისტყაოსნები (გამომცემლობა „არტანუჯი“)
საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი
ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი:
- ნინო ჩიტაიშვილი - ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი (ქარჩხაძის გამომცემლობა)
პატარებისთვის, 7 – 12 წელი:
- ნანა მელქაძე - ჭაბუა ამირეჯიბი. შეგონებები (გამომცემლობა „პალიტრა-L“)
საუკეთესო საბავშვო დრამატურგია
- ელენე მაცხონაშვილი - „ჩრუნტი“
საუკეთესო დებიუტი
- გიორგი ჯინჭარაძე - წიქარა (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“)
საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო/საყმაწვილო წიგნი
- ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე - მარკ ტვენი, ჰელკბერი ფინის თავგადასავალი (გამომცემლობა ინტელექტი)
საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის პრემია გადაეცა ლალი ჯაფარაშვილს.
ნომინაციაში საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი ჟიურიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2017 წელს დააარსა. პრემია ყოველწლიურია და მისი მიზანი საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების გააქტიურება და წახალისებაა.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.