24 ნოებერი 2020
ლიტერატურული მთარგმნელობითი სემინარი ფრანგულ ენაზე მთარგმნელებისთვის


30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, მწერალთა სახლის ორგანიზებით, ქართულიდან ფრანგულ ენაზე მთარგმნელებისთვის გაიმართება პროფესიული სემინარი ონლაინ რეჟიმში.  

 

სემინარს გაუძღვება Sophie Langlais, ფრანგული გამომცემლობის (Editions les Arènes) რედაქტორი, მას თანახელმძღვანელობას გაუწევს ქართველი ავტორი და მთარგმნელი ირმა ტაველიძე. მონაწილეების მიერ შესრულებული თარგმანების რედაქტირებაზე იმუშავებს გამოცდილი ფრანგი მთარგმნელი Clotilde Meyer. 

 

სემინარში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთსა და საქართველოში მცხოვრები 8 მთარგმნელი: ილია გასვიანი, შორენა ციცაგი, მაია რაფაელი-ვარსიმაშვილი, ნინო ციმაკურიძე, ხათუნა ქართველიშვილი, დალი იაშვილი, მარიკა მეგრელიშვილი და ნიკოლა პრიუდომი. მთარგმნელები შეირჩნენ 2019 წლის საცდელი თარგმანების კონკურსის შედეგების საფუძველზე. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია ფრანგი გამომცემლების ინტერესისა და ფრანგული საგამომცემლო სექტორის თანამედროვე ტენდენციების შესახებ.


შეგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველო მიწვეულია პარიზის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსადგენად. ქართული ლიტერატურის ფრანგულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა მწერალთა სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

 

 

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor