20 ნოებერი 2020
მიხეილ ჯავახიშვილის საიუბილეო ესეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია


მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეო ესეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია.
გამარჯვებულები მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეს, 20 ნოემბერს გამოვლინდნენ. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვებულების დასახელდნენ მწერალთა სახლიდან პირდაპირი ონლაინჩართვის დროს.

 კონკურსის ფარგლებში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.


 

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაეწერათ ერთ-ერთი:

  • ადამიანის ბედი ეპოქალური ცვლილებების დროს („ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით);
  • როცა კანონი არ არსებობს („ეშმაკის ქვის“ მიხედვით);
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან.

 




მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor