2021 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აცხადებას აპლიკაციების მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ყოფილი და მომავალი საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის.
პროექტის ფარგლებში, გამომცემლობებს შეუძლიათ, წარადგინონ ორი წიგნი. შერჩეული კანდიდატები მიიღებენ Marché du Film-ის აკრედიტაციას, ჩართული იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებაში წიგნების კინოეკრანებზე ადაპტაციისთვის.
Აღსანიშნავია, რომ შერჩეული გამომცემლობები აგრეთვე შევლენ Shoot the Book!-ის („გადაიღე წიგნი“) კატალოგში.
Shoot the Book-Cannes SCELF-ის (ფრანგულენოვანი გამომცემლობების სამოქალაქო საზოგადოება) ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება.
2018 წელს ქართული რომანი კანის კინოფესტივალის სექციაში Shoot the Book პირველად შეირჩა. აკა მორჩილაძის "obOle" საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე წარდგა.
Აპლიკაციები მიიღება 25 ნოემბრამდე.
დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.