მწერალთა სახლის მიერ მიხეილ ჯავახიშვილის 140 წლის საიუბილეოდ გამოცხადებული ესეების კონკურსი საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის დასრულდა.
მოსწავლეებს მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაეწერათ ერთ-ერთი:
- ადამიანის ბედი ეპოქალური ცვლილებების დროს („ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით);
- როცა კანონი არ არსებობს („ეშმაკის ქვის“ მიხედვით);
- ჩემი საყვარელი ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეს, 20 ნოემბერს. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გამარჯვებულების დასახელება მოხდება მწერალთა სახლიდან პირდაპირი ონლაინჩართვის დროს, 15:00 საათზე.
გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.
I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი
II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი
III პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი
თვალი ადევნეთ მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე პირდაპირ ონლაინ ჩართვას 20 ნოემბერს, 15:00 საათზე.
გისურვებთ წარმატებებს!