უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენის "როზმარი ტროკელი" ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი იწვევს სტუდენტებს ონლაინვორკშოპში "წერა ხელოვნებისათვის" მონაწილეობის მისაღებად, რომელსაც გაუძღვება გერმანელი კურატორი და პედაგოგი, ან პენჰუიზენი.
ორნაწილიან ვორკშოპში სახელოვნებო კრიტიკულ აზროვნებას სივრცე ექმნება ექსპერიმენტირებისა და გაფართოვებისთვის.
ვორკშოპის მიზანია, გაამახვილოს თქვენი უნარები და ცოდნა კრიტიკული აზროვნების სფეროში. როგორ ვიფიქრო და ვწერო ხელოვნებაზე? როგორ მივენდო საკუთარ ხმას? წერა ჩვენი ინსტრუმენტი იქნება იდეების და პასუხების გადასააზრებლად.
სპეციფიური სტრატეგიების, სტილებისა და ფორმატების გამოყენება გზას გაგვიხსნის ახალი პერსპექტივებისა და მიდგომებისაკენ ხელოვნების შესახებ წერისას. ვორკშოპის მთავარი იდეაა, შეიქმნას სივრცე სათამაშოდ, სამოგზაუროდ, რაციონალურის მიღმა მდგარი თავისუფლების მოსაპოვებლად სახელოვნებო წერაში; აღვფრთოვანდეთ ენით, მისი კრეატიულობით და სიხარულით, მისი შესაძლებლობებით, კომუნიცირების და ზეგავლენის მოხდენის პოტენციალით.
ამ ვორკშოპით გოეთეს ინსტიტუტი მიზნად ისახავს, ბიძგი მივცეს ხელოვნებაში კრიტიკულად მოაზროვნეთა თანასაზოგადოების ჩამოყალიბებას და აზრთა იმ მიმოცვლას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია კრიტიკული ხმის განსავითარებლად.
შაბათი, 14 ნოემბერი
13:00 – 17:00 - შესავალი და პირველი აზროვნებითი სავარჯიშოები; თითების მოსადუნებელი სავარჯიშოები; კრიტიკული აზრის შექმნა წერის პროცესში.
შესვენებით
კვირა, 15 ნოემბერი
14:00 – 17:00 - კრიტიკული კითხვა და აზროვნება; თვალის გავარჯიშება დაკვირვებაში
შესვენებით
შაბათი, 21 ნოემბერი
14:00 – 17:00 - საკუთრი ხმის განვითარება სახელოვნებო წერაში; კრეატიული სახელოვნებო წერა
შესვენებით
კვირა, 22 ნოემბერი
14:00 – 17:00 - განსხეულებული წერა; კოლაბორაციული წერა ხელოვნებაში
შესვენებით
ონლაინ ვორკშოპი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ვორკშოპის ოთხივე სესიაში მონაწილეობა სავალდებულოა. მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ ელ-ფოსტის მისამართზე info-tbilissi@goethe.de და მიუთითეთ ინფორმაცია თქვენ შესახებ (სახელი, გვარი, სასწავლო დაწესებულება, ფაკულტეტი, კურსი) 2020 წლის 12 ნოემბრის 18 საათამდე.
ონლაინვორკშოპში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.
ინფორმაცია ან პენჰუიზენის შესახებ:
ან პენჰუიზენი დამოუკიდებელი მწერალი, კურატორი და არტ-პედაგოგია. ის Node Curatorial Studies Online-ის ლექტორია და აქ კრიტიკული და შემოქმედებითი წერის და კურატორული კვლევის კურსები მიჰყავს. ანი წერს მცირე ფორმის არტ-რეცენზიებს, ბლოგპოსტებს და ფოტოჰაიკუებს. ის არის ბერლინის The House of The Deadly Doris-ის (სასიკვდილო დორისის სახლის) დირექტორი, სადაც აწყობს “Eventualitäten” (მოკლე ივენთებს). 2019 წელს, ვოლფგანგ მიულერთან ერთად, ის იყო გამოფენის “Chromosom XY. Männerkunst-Herrenkunst?” (ქრომოსომები XY. კაცების ხელოვნება - ბატონთა ხელოვნება?) კურატორი არტ სივრცეში Barbiche, Verbrecher Verlag-ის მიერ გამოცემული თანმხლები წიგნით. ცოტა ხნის წინ მან დააფუძნა გამომცემლობა AAAAA PPPPP Publishing, ახალი სწავლისა და სწავლებისადმი მიძღვნილი სერიით “Lehrmaterial” (სასწავლო მასალები), და ბროშურების სერიით სახელოვნებო წერის შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია იხილე: www.anpaenhuysen.de.