26 ოქტომბერი 2020
                
                    ლევან ბერძენიშვილი ფრაიბურგში ქართულ კვირეულში მიიღებს მონაწილეობას                
                
მწერალთა სახლის ხელშეწყობით, 1 ნოემბერს 17 საათზე (გერმანიის დროით) ყოველწლიური ფესტივალის ,,ქართული კვირეული” ფარგლებში ფრაიბურგში ლევან ბერძენიშვილის წიგნის ,,წმინდა წყვდიადი” წარდგენა გაიმართება.
ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს კატია ვოლტერსი. 
2020 წელს COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალი 29 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით ონლაინ-რეჟიმში გაიმართება. 
ქართული კულტურისა და ლიტერატურის კვირეული გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კვირეულს ორგანიზებას უწევს Arts Dialogue e.V და Freiburger Künstleragentur Künstlertribüne.
            



                        უკან დაბრუნება                    