07 ოქტომბერი 2020
ლიტერატურული პრემია „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ მონაწილეთა გრძელი სია ცნობილია


მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მწერალთა სახლის ინიციატივით 2020 წელს  დაარსდა და  წელს პირველად 4 ნომინაციაში გაიცემა.


ეს ნომინაციებია:

  • საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
  • საუკეთესო პროზაული თარგმანი   (რომანი, მოთხრობების კრებული);
  • საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში (ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
  • დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.


სულ საკონკურსოდ სამ ნომინაციაში 92 წიგნი შემოვიდა, მთარგმნელობითი კონკურსის ,,ლიტერა მთარგმნელებისთვის'' 2020 გრძელი სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ლიტერატურული პრემია საკონკურსოდ განიხილავს 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემულ ლიტერატურულ თარგმანებს. კონკურსანტების მოკლე ნუსხას  ჟიური დეკემბრის დასაწყისში წარადგენს, დაჯილდოების ცერემონია კი 20 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება.  თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრემიასა (5 000 ლარს) და სპეციალურ პრიზს.

ახალი  პრემიის მიზანი მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირებაა.

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor