04 ოქტომბერი 2020
მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამა ავტორებისა და მთარგმნელებისთვის


2020 წლის 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მწერალთა სახლი აცხადებს სარეზიდენციო პროგრამას თანამედროვე ავტორებისა და უცხოენოვანი ლიტერატურის ქართულ ენაზე მთარგმნელებისთვის. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები თბილისში,  მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ და იმუშავებენ.


სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორებსა და/ან მთარგმნელებს, რომლებიც მუშაობენ ლიტერატურული ტექსტის შექმნაზე ან თარგმანზე. ჟანრი შეზღუდული არ არის. 


საკონკურსო განაცხადების შერჩევა მოხდება მწერალთა სახლისა და მწერალთა სახლთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კონკურსის პირობების და მოთხოვნების გათვალისწინებით. 


პროგრამის მონაწილისათვის აუცილებელი პირობაა: ქართულ გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულება  ტექსტის/თარგმანის გამოცემასთან დაკავშირებით.


კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 6 აპლიკანტი. მწერალთა სახლი უნზრუნველყოფს მათ ფინანსურ მხარდაჭერას:

  • მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას; 
  • კვებას;
  • სტიპენდიას (1000 ლარი თითოეულ მონაწილეზე გაიცემა პროგრამის დასრულების შემდგომ).


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სარეზიდენციო პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს მწერალთა სახლი. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილე მწერალთა სახლს ანგარიშს წარუდგენს.


პროგრამის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლში გაიმართება შემაჯამებელი საღამო.



მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

ავტორისთვის:

-მოკლე ბიოგრაფია / CV

-განაცხადის ფორმა

-ქართულ გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულება ნაწარმოების გამოცემასთან დაკავშირებით

-ავტორის მიერ შერჩეული მხატვრული ტექსტის ამონარიდი 5 გვერდი (30 lines of 60 characters, double-spaced, line numbers in the margin)

 

მთარგმნელისთვის:

-მოკლე ბიოგრაფია / CV

-განაცხადის ფორმა

-ქართულ გამომცემლობასთან გაფორმებული ხელშეკრულება თარგმანის გამოცემასთან დაკავშირებით

-მთარგმნელის მიერ შერჩეული ტექსტის შესრულებული თარგმანის 5 გვერდი (30 lines of 60 characters, double-spaced, line numbers in the margin)

-სათარგმნად შერჩეული ტექსტის ამონარიდის შესაბამისი დედანი.

 

კანდიდატებმა ელექტრონული განაცხადის ფორმა და მოთხოვნილი საბუთები/დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: smaghlakelidze@writershouse.ge . გთხოვთ, მოთხოვნილი საბუთები მოგვაწოდოთ ცალ-ცალკე დოკუმენტებად (.doc, .docx ან .pdf  ფორმატში). ყველა დოკუმენტს დაარქვით შესაბამისი სახელი, სათაურში მიუთითეთ ,,სარეზიდენციო პროგრამა“.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ოქტომბერი.

კონკურსის შედეგები გეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით არაუგვიანეს 2020 წლის 30 ოქტომბრისა.

განაცხადის ფორმა

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor