25 სექტემბერი 2020
მწერალთა სახლის ესეების კონკურსი უფროსკლასელთათვის მიხეილ ჯავახიშვილის საიუბილეოდ

 

მწერალთა სახლი მიხეილ ჯავახიშვილის 140-ე წლის იუბილეს აღსანიშნავად აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს საქართველოს სკოლების უფროსკლასელთათვის.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.

 

მოსწავლეებმა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მიხედვით სამი შემოთავაზებული თემიდან უნდა დაწერონ და საკონკურსოდ წარმოადგინონ ერთ-ერთი:

 

  • ადამიანის ბედი ეპოქალური ცვლილებების დროს („ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით);
  • როცა კანონი არ არსებობს („ეშმაკის ქვის“ მიხედვით);
  • ჩემი საყვარელი ნაწარმოები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან.

 

საკონკურსო ესეები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით  მისამართზე contest@writershouse.ge;  ნაშრომი უნდა იყოს Microsoft word-ში ქართული უნიკოდით (შრიფტი - Sylfaen, ზომა - 12) აკრეფილი და არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს (1000 სიტყვას).

 

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი .

 

გაიცემა სამი პრემია, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერებით.

I პრემია - 500 ლარიანი ვაუჩერი

II პრემია - 300 ლარიანი ვაუჩერი

III პრემია - 200 ლარიანი ვაუჩერი

 

ესეებს შეაფასებს ჟიური, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგება. დაჯილდოება გაიმართება ნოემბრის ბოლოს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად -  მწერალთა სახლში ან ონლაინ სივრცეში.

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor