20 სექტემბერი 2020
ტერენტი გრანელის პრემიის ლაურეატები ცნობილია
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ F5-ის ფარგლებში, ტერენტი გრანელის პრემიის დაჯილდოების ცერემონია  გაიმართა.
 
პრემია ორ ნომინაციაში გაიცა:
 
  • ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევა დაჯილდოვდა ლერი ალიმონაკი;
  • ტერენტი გრანელის პოეზიის საუკეთესო თარგმანისთვის დაჯილდოვდა ნიკა ბაძაღუა.
 
ტერენტი გრანელის სახელობის პრემია 2019 წელს სალიტერატურო ჟურნალ „ებგურის“ ბაზაზე დაარსდა და წელს უკვე მეორედ გაიცა.
 
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალისა და ტერენტი გრანელის სახელობის პრემიის ფინანსური მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 

 

 
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor