დასრულდა მწერალთა სახლის ახალი პროექტი „ბავშვები ურჩევენ ბავშვებს“, რომელიც ამა წლის აპრილში გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში მოზარდები ვიდეო ჩანაწერის მეშვეობით თანატოლებს ერთ რომელიმე წიგნს ურჩევდნენ ზაფხულში წასაკითხად.
სულ საკონკურსოდ შემოვიდა 107 ვიდეორჩევა. ვიდეოები განთავსებული იყო მწერალთა სახლის ფეისბუქგვერდზე.
ხმის მიცემა დასრულდა 20 სექტემბერს.
ხმების უმრავლესობით გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
1 ადგილი - მიხეილ ბერუაშვილი, თბილისის 175-ე სკოლა - ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“;
2 ადგილი - გიორგი გოგელია, სკოლა „გენიოსი“ - რაქელ პალაციოს „ავგუსტი და მე“;
3 ადგილი - ანა ანა ზაქუტაშვილი, სკოლა „გენიოსი“ - ანე ფრანკის დღიური.
წამახალისებელი პრიზები გადაეცემათ:
- თამრი გელაშვილი, კომაროვის სკოლა - დენ ბრაუნის „ანგელოზები და დემონები“;
- სესილი ერაგია, ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა - ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“;
- ნიკოლოზ კორტავა, სკოლა „ოპიზა“ - ჯინ ბერდსოლის „პენდერუიკების ოჯახი“;
- მართა ივანეიშვილი, ორპირის საჯარო სკოლა - ალექსანდრე დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო";
- ალიკა გიჰკაშვილი, თეოფანე დავითიას სახელობის ფოთის #1 საჯარო სკოლა - ბრენდონ მულის „თავისუფლებისთვის დაბადებულნი“.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!
გამარჯვებულებს ვთხოვთ კვირის ბოლომდე მოგვწერონ საკონტაქტო ტელეფონი მისამართზე vguleuri@writershouse.ge.