09 სექტემბერი 2014
ლიტერატურული კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“

ლიტერატურული კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ ამ კონკურსის შესახებ ბევრი შეკითხვა იბადება, განსაკუთრებით გაინტერესებთ, რა სახის და მოცულობის ნაწარმოებები უნდა გამოაგზავნოთ. შევეცდებით, ამომწურავი პასუხი გაგცეთ: შესარჩევ ეტაპზე თემატიკა შეუზღუდავია, შეუზღუდავია მოცულობაც. უბრალოდ, უნდა გამოაგზავნოთ თქვენი პროზაული ნაწარმოები (მოთხრობა) ელექტრონულ მისამართზე chvenitavgadasavali@cync.ge მოთხრობების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.

მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც ცხოვრობს საქართველოში და არის 14-18 წლის.
წარმატებებს გისურვებთ
მწერალთა სახლი © 2014
created by metaphor